მათემატიკა

მათემატიკა

Tuesday, November 24, 2015



მრავალ რიცხვს ძალზედ საინტერესო თვისება აქვს. ჩვენ აქ მოვიყვანთ მხოლოდ ერთს მათ შორის. ეს რიცხვი გამრავლებული 3-ზე ან 3-ის ჯერადზე 27-მდე, იძლევა პასუხს სამი ერთნაირი ციფრით.




37 x 3 = 111
37 x 6 = 222
37 x 9 = 333
37 x 12 = 444
37 x 15 = 555
37 x 18 = 666
37 x 21 = 777
37 x 24 = 888
37 x 27 = 999






რიცხვების გამრავლების ერთ-ერთი შემთხვევა, რომელიც ძალიან საინტერესო შედეგს იძლევა:

1 x 8 + 1 = 9
12 x 8 + 2 = 98
123 x 8 + 3 = 987
1234 x 8 + 4 = 9876
12345 x 8 + 5 = 98765
123456 x 8 + 6 = 987654
1234567 x 8 + 7 = 9876543
12345678 x 8 + 8 = 98765432
123456789 x 8 + 9 = 987654321






ყველა ციფრისგან შედგენილი რიცხვები 1-დან 9-მდე 8-ის გარეშე, გამრავლებული ცხრის ჯერადზე, იძლევა შემდეგ რიცხვებს:

12345679 x 9 = 111 111 111
12345679 x 18 = 222 222 222
12345679 x 27 = 333 333 333
12345679 x 36 = 444 444 444
12345679 x 45 = 555 555 555
12345679 x 54 = 666 666 666
12345679 x 63 = 777 777 777
12345679 x 72 = 888 888 888
12345679 x 81 = 999 999 999

ამ გოგონას მამა მამაჩემის შვილია, მაგრამ მე თვითონ არც და მყავს და არც ძმა. მაშ ვინ არის ამ გოგონას მამა?
პასუხი: მე თვითონ.




როგორ გავყოთ 1888 შუაზე ისე, რომ მივიღოთ ორი რიცხვი, თითო ათასის ოდენობით.
პასუხი: დაწერეთ რიცხვი 1888 და შუაზე გაყავით ჰორიზონტალური ხაზით. 





მინდორში ბალახობენ ბატები და ცხვრები. მათ ყველას ერთად აქვთ 40 თავი და 96 ფეხი. რამდენია მინდორში ბატი და რამდენი ცხვარი?
პასუხი: ბატი - 32, ცხვარი - 8.


Tuesday, October 27, 2015


ბებოს კალათში რვა წითელი კვერცხი აქვს. როგორ გაუნაწილოს ეს წითელი კვერცხები ოთხ შვილიშვილს ისე, რომ თითოეულს ორი წითელი კვერცხი ერგოს და კალათშიც ორი დარჩეს?

პასუხი: ერთ შვილიშვილს ორი კვერცხი კალათით უნდა მისცეს.





 მე-20 საუკუნის რომელი წელია, რომ გადავაბრუნოთ თავდაყირა და არ შეიცვლება?

პასუხი: 1961





ერთ ხეზე იჯდა 5 მწყერი. მონადირემ მოკლა ორი. რამდენი მწყერი დარჩებოდა?

პასუხი: არც ერთი, რადგან მწყერი ხეზე არ ჯდება.





ყმაწვილი ველოსიპედით მიდიოდა ქალაქში. გზაში შემოხვდა ავტომანქანა, რომელშიც ექვსი კაცი იჯდა. თითოეულ კაცს მიჰქონდა თითო წყვილი ფეხსაცმელი და მიჰყავდა თითო ქათამი. რამდენი სულიერი არსება მიემგზავრებოდა ქალაქში?


პასუხი: ქალაქში მიემგზავრებოდა ერთი ყმაწვილი ველოსიპედით, დანარჩენი მას შემოეგება ქალაქიდან მომავალი. 






ერთი კაცი მუდამ იხდიდა დაბადების დღეს. ბავშვობაში მშობლები უხდიდნენ, ხოლო როდესაც წამოიზარდა თვითონ იხდიდა. წესად ჰქონდათ: როგორც კი გადაიხდიდნენ დაბადების დღეს, ქილაში აგდებდნენ ერთ კენჭს. როდესაც ეს კაცი ღრმად მოხუცდა, გადაწყვიტა გამოეთვალა რამდენი წლისა იყო. გადაითვალა კენჭები და გამოვიდა ოცი. რატომ მოხდა ასე?


პასუხი: მოხუცი დაბადებული იყო 29 თებერვალს. როგორც ცნობილია, 29 თებერვალი ოთხ წელიწადში ერთხელ არის. 






თუ ღამის 12 საათზე დიდი წვიმაა, შესაძლებელია თუ არა, რომ  72 საათის შემდეგ იქნება კაშკაშა მზიანი ამინდი?

პასუხი: არა, რადგან 72 საათი შეადგენს 3 დღე-ღამეს. 3 დღე-ღამის შემდეგ კი ისევ ღამის 12 საათი იქნება და მზე როგორღა გაანათებს?!





ორ ხეზე იჯდა 16 ბეღურა. მეორე ხიდან გაფრინდა ორი ბეღურა, სამაგიეროდ პირველი ხიდან მეორეზე გადაფრინდა ხუთი, რის შემდეგაც თითოეულ ხეზე ბეღურების რაოდენობა თანაბარი გახდა. რამდენი ბეღურა იჯდა თავდაპირველად ხეზე?

პასუხი: 12 და 4.