მათემატიკა

მათემატიკა

Tuesday, October 27, 2015


ბებოს კალათში რვა წითელი კვერცხი აქვს. როგორ გაუნაწილოს ეს წითელი კვერცხები ოთხ შვილიშვილს ისე, რომ თითოეულს ორი წითელი კვერცხი ერგოს და კალათშიც ორი დარჩეს?

პასუხი: ერთ შვილიშვილს ორი კვერცხი კალათით უნდა მისცეს.





 მე-20 საუკუნის რომელი წელია, რომ გადავაბრუნოთ თავდაყირა და არ შეიცვლება?

პასუხი: 1961





ერთ ხეზე იჯდა 5 მწყერი. მონადირემ მოკლა ორი. რამდენი მწყერი დარჩებოდა?

პასუხი: არც ერთი, რადგან მწყერი ხეზე არ ჯდება.





ყმაწვილი ველოსიპედით მიდიოდა ქალაქში. გზაში შემოხვდა ავტომანქანა, რომელშიც ექვსი კაცი იჯდა. თითოეულ კაცს მიჰქონდა თითო წყვილი ფეხსაცმელი და მიჰყავდა თითო ქათამი. რამდენი სულიერი არსება მიემგზავრებოდა ქალაქში?


პასუხი: ქალაქში მიემგზავრებოდა ერთი ყმაწვილი ველოსიპედით, დანარჩენი მას შემოეგება ქალაქიდან მომავალი. 






ერთი კაცი მუდამ იხდიდა დაბადების დღეს. ბავშვობაში მშობლები უხდიდნენ, ხოლო როდესაც წამოიზარდა თვითონ იხდიდა. წესად ჰქონდათ: როგორც კი გადაიხდიდნენ დაბადების დღეს, ქილაში აგდებდნენ ერთ კენჭს. როდესაც ეს კაცი ღრმად მოხუცდა, გადაწყვიტა გამოეთვალა რამდენი წლისა იყო. გადაითვალა კენჭები და გამოვიდა ოცი. რატომ მოხდა ასე?


პასუხი: მოხუცი დაბადებული იყო 29 თებერვალს. როგორც ცნობილია, 29 თებერვალი ოთხ წელიწადში ერთხელ არის. 






თუ ღამის 12 საათზე დიდი წვიმაა, შესაძლებელია თუ არა, რომ  72 საათის შემდეგ იქნება კაშკაშა მზიანი ამინდი?

პასუხი: არა, რადგან 72 საათი შეადგენს 3 დღე-ღამეს. 3 დღე-ღამის შემდეგ კი ისევ ღამის 12 საათი იქნება და მზე როგორღა გაანათებს?!





ორ ხეზე იჯდა 16 ბეღურა. მეორე ხიდან გაფრინდა ორი ბეღურა, სამაგიეროდ პირველი ხიდან მეორეზე გადაფრინდა ხუთი, რის შემდეგაც თითოეულ ხეზე ბეღურების რაოდენობა თანაბარი გახდა. რამდენი ბეღურა იჯდა თავდაპირველად ხეზე?

პასუხი: 12 და 4.